“მაესტროს„ სკოლა- სახელოსნო აცხადებს მიღებას. დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 30 86 96.
თუ შენ ხარ ცნობისმოყვარე, გიჩნდება კითხვები, გაინტერესებს როგორ იქმნება და ხვდება `ჯადოსნურ ყუთში~ (ანუ ტელევიზორში) სხვადასხვა სიუჟეტები და გადაცემები...
თუ გსურს თავადაც სცადო იმ თემებზე მოყოლა, რომლებზეც ტელეეკრანიდან უკვე გამოცდილი ტელესახეები გიყვებიან...
თუ მოგწონს აქტიური, შემოქმედებითი, საინტერესო ცხოვრება...
...და ბოლოს... და უფრო კონკრეტულად_ თუ ოცნებობ ჟურნალისტის, ოპერატორის, მემონტაჟის, ფოტოხელოვანის საქმიანობის შესწავლაზე, მაშინ აუცილებელია იცოდე გზა, რომელსაც უნდა დაადგე მსგავსი მიზნების მისაღწევად- ....ეს გზა შენი სახლიდან იწყება, თბილისის ერთ-ერთ უბანზე, დიდუბეზე გადის და ფოთის ქუჩის 15/6-ში სრულდება. სწორედ აქ მდებარეობს `მაესტროს~ სატელევიზიო სკოლა-სახელოსნო, ადგილი, სადაც გაძლევენ საშუალებას სამყაროს კამერის ობიექტივიდან უმზირო და ამ ობიექტივში დანახული ობიექტურად გადმოსცე შენივე სიუჟეტში.
`მაესტროს~ სატელევიხიო სკოლა-სახელოსნოში სწავლება რამდენიმე ფაკულტეტზე მიმდინარეობს. მსურველები შეისწავლიან სატელევიზიო ჟურნალისტიკას, საოპერატორო საქმეს, მონტაჟს და ფოტოხელოვნებას.
სკოლის უმთავრესი პრიორიტეტი მძლავრი ტექნიკური ბაზაა. ჩვენთან სატელევიზიო საქმე არამარტო თეორიულად, არამედ პრაქტიკული კურსის მეშვეობით შეისწავლება.
`მაესტროს~ სატელევიზიო ცენტრში მოქმედებს პროგრამები სხვადასხვა ასაკის მსურველთათვის. ჯგუფები კომპლექტდება ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით. შესაბამისი სატელევიზიო კურსის გავლა შეუძლია 14-დან 30-წლამდე მსურველს.
სატელევიზიო სკოლაში შემუშავებულია სწავლების სრულიად ორიგინალური მეთოდიკა. აქ არ არსებობს მოსაწყენი ლექციები, დამღლელი და უინტერესო დავალებები, დამთრგუნველი გარემო, სირთულეები, რომელთა გადალახვაც შეუძლებელია. მოსწავლეებთან ინდივიდუალური მიდგომა და პრინციპები, რომლის მიხედვითაც მიმდინარეობს მუშაობა ჯგუფებში, იძლევა საუკეთესო შედეგებს. სასწავლო კურსის ფარგლებში მოსწავლეები ხვდებიან მათთვის საინტერესო პიროვნებებს –საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებს, მსახიობებს, მუსიკოსებს, პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს და სხვა. სწავლების ერთ-ერთ ეტაპზე მოსწავლეები უშუალოდ სატელევიზიო გარემოში გადიან პრაქტიკას, ხელოვნდებიან ტელეპროდუქციის მომზადებაში, ეცნობიან სატელევიზიო სტანდარტებს პროფესიონალურ გარემოში. საუკეთესო მოსწავლეები დღეს უკვე `მაესტროს~ შტატიანი თანამშრომლები არაინ.
მაესტროს სკოლას გააჩნია საკუთარი ვებგვერდი, რომელზეც რეგულარულად თავსდება მოსწავლეთა ნამუშევრები.









